German Legal Philosophy and the Criminal Law

Authors

  • Winfried Hassemer
  • (Translated by) Dimitri Gegenava

Abstract

გერმანული ფილოსოფიის ოქროს ხანაში, იდეალიზმისა და განმანათლებლობის საუკუ-ნეში, ფილოსოფიის, სამართლის ფილოსოფიისა და სისხლის სამართლის იდეებს შორის ძალზე მჭიდრო კავშირი არსებობდა. მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში ეს მჭიდრო კავშირები შესუსტდა. კანტისა და ჰეგელის სისტემათა მემკვიდრეებს, ნეოკანტელებსა და ნეოჰეგელიანებს, ნაყოფიერი ფილოსოფოსობის მიუხედავად, ფილოსოფიური აზროვნების ყოვლისმომცველი სისტემა არ ჰქონიათ.

მეოცე საუკუნის დასაწყისში ტრადიციული სამართლის ფილოსოფია საკუთარი ხედვის სფეროს კიდევ უფრო დავიწროებით დაზარალდა. სამართლის თეორია და მეთოდოლოგია, ერთი მხრივ, და სამართლის სოციოლოგია, მეორე მხრივ, შემოდის თამაშში: ისინი ითვისებენ სამართლის ფილოსოფიის ტრადიციულ საკითხებს და მათ თავისებურად განიხილავენ. სამართლის ფილოსოფია დაიმცრო სამართლის გამამართლებელ თეორიამდე (ღირებულების თეორია, ბუნებითი სამართალი, სამართლის ნამდვილობის თეორია; წინააღმდეგობის უფლება და ა.შ.). კლასიკური სამართლის ფილოსოფიის ბევრი საკითხი დოგმატურ იურისპრუდენციაში გადავიდა, მაგალითად: სახელმწიფოს ლეგიტიმაცია – საკონსტიტუციო სამართალში და სასჯელის ლეგიტიმაცია – სისხლის სამართალში.

სისხლის სამართლის სფეროში ფილოსოფიური ტრადიცია წმინდა და ნაყოფიერი დარჩა. განსაკუთრებით, კანტიანურ ტრადიციაში ჩვენ ვხვდებით სისხლის სამართლისა და სასჯელის ფილოსოფიურად გამართლებულ თეორიებს, დაფუძნებულს ორ სვეტზე. ესენი გერმანული იდეალიზმისა და განმანათლებლობის ეპოქის პოლიტიკური ფილოსოფიის ეპისტემოლოგიაა. აზროვნების ამ მიმართულების წარმომადგენლები არიან: პოლ იოჰანი, ანსელმ ფოიერბახი, გუსტავ რადბრუხი, კარლ ენგლიში და არტურ კაუფმანი. საკუთარ თავს ამ ტრადიციას მიკუთვნებულად განვიხილავ.

წინამდებარე დისკუსიაში განვიხილავ გერმანული იდეალიზმის ამ ტრადიციის გავლენას სისხლის სამართლის ევოლუციის კონკრეტულ საკითხებზე.

Published

2017-12-31

How to Cite

Hassemer, W., & Gegenava, (Translated by) D. (2017). German Legal Philosophy and the Criminal Law. Journal of Law, (2). Retrieved from https://jlaw.tsu.ge/index.php/JLaw/article/view/2407

Issue

Section

Articles